ელისაბედ მეორის საშობა მიმართვა: შენ არ ხარ მარტო

დედოფალი ელისაბედ მეორე თავის საშობა მიმართვაში ცდილობს დაარწმუნოს ისინი, ვინც შობას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გაერეშე ხვდებიან, რომ მარტო არ არიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დედოფლის თქმით, ის, რაც საშობაოდ ყველას სურს უბრალოდ ჩახუტება და ხელის ჩაჭიდებაა, მაგრამ ყველაზე ბნელ ღამეებშიც არის განთიადის იმედი.

”რა თქმა უნდა, ბევრისთვის, წელიწადის ეს დრო მწუხარებით იქნება სავსე - ზოგი წუხს იმისთვის, რომ საყვარელი ადაიანები დაკარგა. ზოგი წუხს, რომ უსაფრხოების მიზნით, მოშორებულები არიან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ყველას საშობაოდ რაც სურს, არის უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდება. თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ."- აღნიშნა დედოფალმა.

94 წლის დედოფალი საშობაო სიტყვაში პანდემიის საკითხსაც შეეხო.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად გაჭირვებისა, "პანდემიამ დაგვაახლოვა".