მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟაზე რუსეთის მოქალაქეებს წვდომა შეეზღუდათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟა Binance-მ რუსეთის იმ მოქალაქეებს შეუზღუდა წვდომა, რომელთა კრიპტოაქტივების მოცულობა €10 000-ზე მეტია. ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი ავრცელებს.

ინფორმაციას ადასტურებენ  Binance-ს წარმომადგენლები. მათი თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის საფუძველზე მიიღეს.


20 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის, ამერიკის სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებმა, მოკავშირეებთან ერთად, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა 40-ზე მეტ ინდივიდსა და იურიდიულ პირს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სი და მისი 10 აფილიატი.

მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 16 აპრილს განაცხადა.

უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 


ასევე წაიკითხეთ