სანქციების არიდებაში დახმარებისთვის, ამერიკის სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებმა, მოკავშირეებთან ერთად, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა 40-ზე მეტ ინდივიდსა და იურიდიულ პირს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სი და მისი 10 აფილიატი.
სანქციების ქვეშ მოექცნენ კრიპტოვალუტის რუსი მაინერები, ბანკი და ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევის ქსელი. კერძოდ, აშშ-ში აქტივები სრულად გაუყინეს „ტრანსკაპიტალბანკს“ , რომელიც რამდენიმე აზიურ ბანკს საერთაშორისო სანქციების თავიდან ასარიდებლად ვარიანტებს სთავაზობდა.
ასევე სანქციები შეეხოთ კრიპტოვალუტის მომპოვებელ კომპანიებს, იმისთვის რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება ვერ შეძლოს. შეზღუდვა შეეხო „ბიტრივერს“ და მის ათამდე შვილობილ კომპანიას. ამასთან „ტრანსკაპიტალბანკმა“ თავის კლიენტებს ტრანზაქციების განხორციელება საკუთარი საბანკო სისტემა TKB Business-ით შესთავაზა, რაც SWIFT-ის ადგილობრივ ალტერნატივას წარმოადგენს.
ამის გარდა, აშშ-მ სანქციები დაუწესა ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევს, იმისთვის, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს სანქცირებული, უკრაინის აღმოსავლეთში ტერორისტებს აფინანსებდა. აშშ-მ დაუწესა სანქციები მალოფეევის ქსელს სახელწოდებით „სუვერენული განვითარების საერთაშორისო სააგენტო (IASD). ის პოზიციონირებს როგორც ფინანსური კონსალტინგი, თუმცა პრაქტიკაში რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს ახალი ბიზნესების შეყვანას სანქცირებულ რუსულ კომპანიებში.
ამასთან, სანქციების ქვეშ მოექცნენ სააგენტოს „ტოპ ჩინოსნები“ და შვილობილი კომპანიები. სანქცირებულთა სიაშია მოსკოვის კომპანია MarGlo, რომელიც ასევე კავშირშია მალოფეევთან. კომპანიის მიზანი იყო სანქცირებული კომპანიებისთვის ფინანსური მომსახურების გაწევა.
მალოფეევის ქსელის მეორე ფრთაა - ორგანიზაცია „ცარგარდი“, რომლის ამოცანაა კრემლის პროპაგანდის გავრცელება და დეზინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისთვის. ეს ორგანიზაცია იყო შუამავალი ევროკავშირში პრორუს პოლიტიკოსებსა და კრემლს შორის. ორგანიზაცია ხელმძღვანელ პავლე კუზმინთან ერთად ახალი სანქციების სიაშია. ღია სააქციო საზოგადოება „კატეჰონი“ მდებარეობს მოსკოვში, რომელიც ანალიტიკური ცენტრის ქოლგის ქვეშ ანტიდასავლურ და კრემლისთვის სასარგებლო პროპაგანდას ეწევა.
მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 16 აპრილს განაცხადა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ