უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს

უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ბოგდან აურესკუმ  ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების და მისი ეკონომიკური აღდგენის საკითხები განიხილეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს რუმინელ კოლეგასთან და მეგობარ ბოგდან აურესკუსთან. მე ძალიან ვაფასებ რუმინეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას და ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდგომი ეკონომიკური აღდგენა“, - წერს კულება Twitter-ზე.

პარასკევს, უფრო ადრე, კულებამ ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა უკრაინის საექსპორტო მარშრუტები.


ამავე თემაზე