თურქეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის დახურა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, იუწყება The Daily Sabah.
მისი თქმით, თურქეთი რუსეთისთვის ნებართვებს ყოველ სამ თვეში გასცემდა და ბოლო ნებართვის ვადა აპრილში ამოიწურა. მას შემდეგ, მინისტრის თქმით, ფრენები შეწყდა.
The Daily Sabah-ის ინფორმაციაში არ არის ახსნილი, თუ რატომ აღარ გაუგრძელა თურქეთმა რუსეთს ნებართვის ვადა.
საგულისხმოა, რომ თურქეთი არ შეუერთდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულა.