ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის მიღებაზე: თუ ოპოზიცია ამ ნაბიჯზე წავიდა, შეიძლება, პარლამენტში შესვლაზე ვიფიქრო

„ვაპირებთ, გავაგრძელოთ „გირჩის“ კეთება ისევე, როგორც ამას „გირჩი“ აკეთებდა. ვაპირებთ, რომ ისევე ვიყოთ განსხვავებული ყველა სხვა პარტიისგან, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის - პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით, - განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ.

„ჩვენი ელექტორატი, მეტწილად, იქნება „გირჩის“ მხარდამჭერები, ის ხალხი, ვინც ამ არჩევნებზე მხარი დაგვიჭირა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტად გავიზარდოთ. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა მოხდეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეთანხმების მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. თუ ეს იქნება გასაგები საღი აზრის დონეზე, შეთანხმება მოხდა და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ოპოზიცია წავიდა ამ ნაბიჯზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვიფიქრო პარლამენტში შესვლაზე. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“დააფუძნა.