Twitter-ის მმართველი საბჭო სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა.
პოტენციური გარიგება $Twitter-ის 44 მილიარდად გაყიდვას გულისხმობს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა მაშინ უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა.
თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებდა.
Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა. „მე მინდა, Twitter-ი გავხადო უკეთესი, პროდუქტის ახალი ფუნქციების გაუმჯობესებით, ალგორითმების ღია კოდის გაცემით, ნდობის გაზრდის მიზნით, სპამის ბოტების დამარცხებით. „ტვიტერს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - ამბობს ილონ მასკი.
მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 273,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში წილის გამო, რომელსაც ის მართავს. ის ასევე ხელმძღვანელობს კოსმოსური რაკეტების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას.