ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, კორპუსიდან მაშველებმა ცხედრები გამოიყვანეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.