ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება

დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება. საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ ჩვენმა სამხედროებმა აღკვეთეს რეალური საშიშროება, რომელიც მოელოდა ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს ჩვენ მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში გარანტირებული იყოს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკის მცხოვრებთა, რუსული ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზომები. საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ ჩვენმა სამხედროებმა აღკვეთეს რეალური საშიშროება, რომელიც მოელოდა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა პუტინმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ: