Bloomberg-ის ცნობით, ოთხმა ევროპელმა კომპანიამ რუსული გაზის მიწოდების საფასური რუბლში გადაიხადა. სავარაუდოდ, თუ სხვები უარს იტყვიან კრემლის მოთხოვნის შესრულებაზე, მაისის მეორე ნახევრამდე, რუსეთი მიწოდებას შეწყვეტს.
რუსეთი გაზს ევროპის 23 ქვეყანას აწვდის.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ათმა ევროპულმა კომპანიამ გახსნა ანგარიშები Gazprombank-ში, რაც საჭიროა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდისთვის.
27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა.
„გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.
ასევე წაიკითხეთ: