უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, გამოკვეთა რუსეთის ენერგორესურსების ყველაზე დიდი იმპორტიორები:
- გერმანია - 9,1 მილიარდი ევრო;
- იტალია - 6,9 მილიარდი ევრო;
- ჩინეთი - 6,7 მილიარდი ევრო;
- ნიდერლანდები - 5,9 მილიარდი ევრო;
- თურქეთი - 4,1 მილიარდი ევრო;
- საფრანგეთი - 3,8 მილიარდი ევრო;
უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან ნახშირის იმპორტი 20%, ხოლო თხევადი გაზის იმპორტი 50%-ითაა გაზრდილი. ხოლო ევროკავშირმა მილსადენის გაზის შესყიდვები 10%-ით გაზარდა.
ამასთან, ბოლო სამი კვირაა რუსული ნავთობის მიწოდება უცხოეთის პორტებში 20% -ით შემცირდა (იანვარ-თებერვალთან შედარებით). რუსეთი ახდენს იმ ტვირთების დივერსიფიკაციას, რომელზეც ევროპა უარს ამბობს.კერძოდ, შეინიშნება რუსული ნავთობის მიწოდების ზრდა ინდოეთში, ეგვიპტეში და სხვა საექსპორტო მიმართულებებზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს
ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს