აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც რუს ოლიგარქებს ქონება უნდა ჩამოართვან და ეს აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ.
„დამატებითი დაფინანსების გარდა, კონგრესს ვუგზავნი ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას, რომ რუს ოლიგარქებს ჩამოვართვათ ბოროტად ნაშოვნი სარგებელი, პუტინის კლეპტოკრატებს ჩამოვართმევთ იახტებს, მდიდრულ სახლებსა და სხვა ბოტოტად ნაშოვნ სარგებელს". – თქვა ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე.
ჯო ბაიდენის თქმით, ოლიგარქების გაყიდული აქტივები პირდაპირ მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას. „როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შესაძლებელი გახდება შემოსავალი პირდაპირ გამოვიყენოთ უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ამ ქვეყნის ასაშენებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ცნობით, წინადადებების ეს პაკეტი შექმნის ახალ უფლებამოსილებებს რუსულ კლეპტოკრატიასთან დაკავშირებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, საშუალებას მისცემს აშშ-ს მთავრობას გამოიყენოს შემოსავალი უკრაინის მხარდასაჭერად და შემდგომ გააძლიეროს შესაბამისი სამართალდამცავი ინსტრუმენტები.
შეთავაზებებში შედის:
- გამარტივებული ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა სანქცირებული ოლიგარქების დაკავებისა და ქონების ჩამორთმევის მიზნით;
- კლეპტოკრატების ჩამორთმეული ქონებიდან შემოსავლის უკრაინაში გადატანის შესაძლებლობა რუსული აგრესიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით;
- სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის აღკვეთა: ეს წინადადება საშუალებას მისცემს რუსი ოლიგარქების მიერ გამოყენებული ქონების კონფისკაციას სანქციების თავიდან აცილების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით, აშშ-ს შეუძლია სანქციების დარღვევის შედეგად მიღებული შემოსავლების კონფისკაცია, მაგრამ მას არ შეუძლია კონფისკაცია მოახდინოს სანქციების დარღვევის ხელშესაწყობად გამოყენებული ქონების კონფისკაციაზე. ეს წინადადება ავსებს ამ ხარვეზს.
- ფულის კონტროლის ვადის გახანგრძლივება: ეს წინადადება გააუმჯობესებს შეერთებული შტატების უნარს რათა გამოავლინოს ფულის გათეთრების ფაქტები და მოახდინოს ჩამორთმევა, გასამართლების შემდეგ, უცხოური დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების გზით 5-დან 10 წლამდე.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.
ასევე წაიკითხეთ