დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Piranha III-ის ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს. ამის შესახებ დანიური გამოცემა OLFI წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინა მიიღებს 25 ჯავშანტრანსპორტიორს 8x8 ვერსიით. Piranha არის ბორბლიანი ჯავშანტექნიკა, რომელიც შემუშავებულია შვეიცარიული კომპანია MOWAG-ის მიერ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასიური ჯავშანტექნიკის პლატფორმაა.
დანიის არმია ამჟამად აღიჭურვა Piranha V ჯავშანტრანსპორტიორებით.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დანია უკრაინას გადასცემს 50 ჯავშანტრანსპორტიორ M113 და M10 და მათთვის განკუთვნილ მძიმე ნაღმმტყორცნებს. M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს დანიის არმია 1964 წლიდან იყენებს, თუმცა არაერთხელ მოხდა მისი მოდერნიზება. დანიის შეიარაღებული ძალების ვებგვერდის მიხედვით, მანქანებს აქვთ უფრო ძლიერი ძრავები, ახალი აღჭურვილობა და უფრო ძლიერი ჯავშანი.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ