რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და შვიდი სახლი დაზიანდა.