საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რითაც ევროკავშირისთვის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას გამოეხმაურა.
„საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა“, - წერს პაპუაშვილი.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.
ამავე თემაზე
- ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით
- რა წერია ევროკავშირის კითხვარში
- საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს
- ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ