აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას მაისის შუა რიცხვებში და რომ იგეგმება მსგავსი ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა. მსგავსი გეგმა არსებობს ხერსონთან დაკავშირებითაც, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
- „სულ ცოტა ხნის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა ინტერნეტის მიწოდება და გარკვეულწილად, ფიჭური კავშირი შეწყვიტეს ამ რეგიონებში, რათა მოეშალათ სანდო ინფორმაციის ნაკადი“, - განაცხადა კარპენტერმა და დაამატა, რომ ამ ქალაქებში რუსეთმა შეიძლება, ყალბი რეფერენდმების ჩატარება სცადოს.
კარპენტერის თქმით, არის ცნობები, რომ რუსი ოკუპანტები მათ მიერ კონტროლირებადი ქალაქებიდან იტაცებენ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რათა ჩაანაცვლონ ჯგუფებით, რომლებიც მოსკოვის მიმართ ერთგულები არიან. ასევე, იკარგებიან სკოლის დირექტორები, ჟურნალისტები, ადგილობრივი აქტივისტები, მუნიციპალური თანამდებობის პირები
ცნობისთვის, რუსეთის სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა პირველად, 29 აპრილს ისაუბრა.