აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად, 29.1 პროცენტით ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე. 10.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო 3.9 პროცენტიიანი – სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.
"ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა აპრილშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 28.8 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 24.1 პროცენტით. ზეთსა და ცხიმზე ფასები მომატებულია – 20.8 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 19.3 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული – 18.9 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 18.0 პროცენტთ გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო კი 17.6 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 14.4 პროცენტით, ხოლო ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე 10.9 პროცენტით მოიმატა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ:
საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა