მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას აქვს გეგმები „პესიმისტური სცენარებისთვის, ახლა ვერ ვხედავთ გარდაუვალ რისკს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაია სანდუს განცხადებით, „დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები წარმოქმნილი იყო ომის მომხრე ძალების მიერ და მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს მსგავს ინციდენტებს".
დღესვე მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოლდოვისა და რეგიონისთვის ამ რთულ დროს, ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა და წინ წავწიოთ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მაია სანდუს Twitter პოსტში.
მოლდოვაში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის