ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაიღუპა თითქმის 15 მილიონი ადამიანი, რაც აქამდე არსებულ ოფიციალურ სტატისტიკაზე თითქმის სამჯერ მეტია.
ადრე ითვლებოდა, რომ დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდისგან. თუმცა აქაც იყო განსხვავებები. მაგალითად, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, რომელსაც მრავალი საერთაშორისო მედია და ექსპერტი ეყრდნობოდა პანდემიის დროს, კორონავირუსმა 6,2 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანმო-ს ახალი მონაცემები ბევრჯერ აღემატება რომელიმე ამ მაჩვენებელს.
ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკა დიდად არ იყო შეფასებული - ზოგჯერ მიზანმიმართულად და უმეტეს შემთხვევაში გამოთვლებში შეზღუდული შესაძლებლობების გამო.
მაგალითად, ინდოეთში, ჯანმო-ს მონაცემებით, დაიღუპა 4,7 მილიონი - ათჯერ მეტი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებია. ამ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოში კოვიდ სიკვდილობის თითქმის მესამედი. რუსეთში ოფიციალური მაჩვენებლები სამნახევარჯერ დაბალია რეალურზე. აქამდე სიკვდილობის მხრივ ლიდერად აშშ ითვლებოდა, მაგრამ ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ინდოეთი გამოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირიუსით 16 811 ადამიანი დაიღუპა.