საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს რუსეთ–უკრაინის ომზე ილაპარაკა. მედიის ცნობით, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება.
„უპირველეს ყოვლისა, ვიმოქმედებთ რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის, რათა დავეხმაროთ დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებაში, ავაშენოთ ახალი სამყარო ევროპაში და ახალი ავტონომია ჩვენს კონტინენტზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.
ასევე წაიკითხეთ