ბრიტანეთი და თურქეთი 29 დეკემბერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებენ, ამის შესახებ ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა.
„ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ამ კვირაში უნდა მოვაწეროთ, უტარიფო საგადასახადო შეთანხმებას ითვალისწინებს. ეს უზრუნველყოფს გარკვეულწილად ათასობით სამუშაო ადგილს დიდ ბრიტანეთში წარმოების, საავტომობილო და ფოლადის ინდუსტრიებში“, - აღნიშნა ტრუსმა.
ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს.