ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Lenovo და Xiaomi, უარს ამბობენ რუსეთში ბიზნესის წარმოებაზე, რათა თავიდან აიცილონ დასავლეთის სანქციები. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
დასავლეთის სანქციების წინააღმდეგ პეკინის პოზიციის გათვალისწინებით, ჩინური კომპანიები არ აკეთებენ საჯარო განცხადებებს აგრესორთან ვაჭრობის შესახებ, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
კომპანიებს შორის, რომლებიც აჩერებენ მიწოდებას რუსეთში, არის Lenovo, მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უდიდესი მწარმოებელი და რუსეთში მოწყობილობების სიდიდით მეორე გამყიდველი HP Inc-ის შემდეგ. Xiaomi-მა, მეორეა რუსეთში ტელეფონების გაყიდვებით, რომელმაც ასევე შეაჩერა მიწოდება რუსეთში. ამავდროულად, რეგიონში მოქმედმა ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა WSJ-ს განუცხადა, რომ ბოლო კვირებში რუსეთის ბაზარზე პროდუქტი არ შეუტანია.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში მარტიდან სწრაფად შემცირდა. ლეპტოპების მიწოდება 40%-ზე მეტით, სმარტფონების მიწოდება 60%-ზე მეტით, ხოლო სატელეკომუნიკაციო საბაზო სადგურების ექსპორტი თითქმის შეჩერდა და დაეცა 98%-ით. ჩინეთის მთავრობის უახლესი მონაცემებით, მთლიანი ექსპორტი რუსეთში თებერვლიდან მარტამდე 27%-ით შემცირდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ