ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს, ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ ჩემი ვარაუდით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, რაზეც სპეკულაციებს მოვერიდები“, – განაცხადა ჰარცელმა.
ასევე წაიკითხეთ:
- კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად
- კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.
ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.
ასევე წაიკითხეთ:
- სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ
- საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს
- რა წერია ევროკავშირის კითხვარში