ავსტრიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

ავსტრიაში, ვენის მახლობლად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე პირი, მათგან სამი მძიმედ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, ვენისკენ მიმავალი მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.

ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.