აშშ-ის სენატში, რუსეთის „ტერორისტ სახელმწიფოდ“ცნობისთვის რეზოლუცია დარეგისტრირდა

ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა და რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა, აშშ-ის სენეტში დაარეგისტრირეს რეზოლუცია, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ ცნობის შესახებ.

„ამის აღიარება ამერიკული კანონმდებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება. არის მხოლოდ 4 ქვეყანა, რომელიც ტერორისტ სახელმწიფოებადაა აღიარებული. ესაა კუბა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ შევეცდებით ამ სიაში მოხვდეს რუსეთიც. რომელიც მეხუთე იქნება. ეს არის კამპანია, რომელთანაც უნდა იყოს ასოცირებული რუსეთი. ესაა ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც არ მოაქვს სიკეთე“, - აცხადებს გრემი.

ბლუმენტალის თქმით, რუსეთი ტერორიზმს ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ასპონსორებდა, რადგან მათ უკრაინაში ჰყავდათ დაქირავებული სანდო პირები. რეზოლუციაში სენატორებმა მიუთითეს მიზეზები, თუ რატომ უნდა გამოცხადდეს რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ.

ერთ-ერთია ის, რომ 2022 წლის თებერვალში 400-მდე რუსი დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფიდან კიევში ჩავიდა. მათ ჰქონდათ დავალება, რომ მოეკლათ ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინაში ხელისუფლება შეეცვალათ. გრემის განცხადებით, ეს რეზოლუცია არის შეტყობინება, რომელსაც აშშ-ის კონგრესი უკრაინელ ხალხს უგზავნის. ასევე გზავნილი რუსეთისთვის, რომ ვიდრე პუტინი მათი ლიდერია, რუსეთი იზოლირებული იქნება.


10 მაისს, ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნობს. 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.

ამავე თემაზე