თეგი: სენატი

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რეზოლუცია „უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას“ მხარდაჭერას უცხადებს და გმობს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. „კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა დოკუმენტის წარდგენისას.

აშშ-ის სენატში, რუსეთის „ტერორისტ სახელმწიფოდ“ცნობისთვის რეზოლუცია დარეგისტრირდა

ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა და რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა, აშშ-ის სენეტში დაარეგისტრირეს რეზოლუცია, რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ ცნობის შესახებ. „ამის აღიარება ამერიკული კანონმდებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება. არის მხოლოდ 4 ქვეყანა, რომელიც ტერორისტ სახელმწიფოებადაა აღიარებული. ესაა კუბა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ შევეცდებით ამ სიაში მოხვდეს რუსეთიც. რომელიც მეხუთე იქნება. ეს არის კამპანია, რომელთანაც უნდა იყოს ასოცირებული რუსეთი. ესაა ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც არ მოაქვს სიკეთე“, - აცხადებს გრემი. ბლუმენტალის თქმით, რუსეთი ტერორიზმს ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ასპონსორებდა, რადგან მათ უკრაინაში ჰყავდათ დაქირავებული სანდო პირები. რეზოლუციაში სენატორებმა მიუთითეს მიზეზები, თუ რატომ უნდა გამოცხადდეს რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ. ერთ-ერთია ის, რომ 2022 წლის თებერვალში 400-მდე რუსი დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფიდან კიევში ჩავიდა. მათ ჰქონდათ დავალება, რომ მოეკლათ ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინაში ხელისუფლება შეეცვალათ. გრემის განცხადებით, ეს რეზოლუცია არის შეტყობინება, რომელსაც აშშ-ის კონგრესი უკრაინელ ხალხს უგზავნის. ასევე გზავნილი რუსეთისთვის, რომ ვიდრე პუტინი მათი ლიდერია, რუსეთი იზოლირებული იქნება. 10 მაისს, ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ ცნობს.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. ამავე თემაზე Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის $100 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი, $100 მილიონიანი დახმარების პაკეტი წარადგინა. „უკრაინას დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას მივაწვდით, რომელსაც ისინი უკვე ასე ეფექტიანად იყენებენ ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ბაიდენმა. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ, ისევე როგორც 40-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მუშაობას, რათა დააჩქაროს უკრაინის თავდაცვისთვის აუცილებელი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება. პაკეტში შედის ჰაუბიცების მიწოდებაც. „ამ პაკეტის შესაძლებლობები მორგებულია უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებზე დღევანდელი ბრძოლისთვის, რადგან რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ. აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინას დაახლოებით 4,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მათ შორის დაახლოებით 3,9 მილიარდი დოლარი რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. 2014 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 6,6 მილიარდ დოლარზე მეტი უსაფრთხოების დახმარება გამოყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. კანონპროექტი ახლა პრეზიდენტ ბაიდენს ხელმოწერისთვის გადაეცემა. კანონპროექტს მხარი ყველა დემოკრატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 11 რესპუბლიკელი სენატორი. დღესვე, „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სენატის მიერ შემდგომი ეკონომიკური დახმარების მიღებას და Twitter-ზე დაწერა, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი „შეასრულებს პირობას, დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით“. აქვე დაამატა, რომ 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება დააკმაყოფილებს უკრაინელი ხალხის დიდ საჭიროებებს, რადგან ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის". შუმერმა ასევე აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, კენჭისყრისას სრულიად ერთსულოვნებას ისურვებდა.  

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს,  ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უამრავი დანაშაული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ცდილობდნენ, გადაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით“, - აღნიშნულია ტექსტში.  უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ ელჩმა 24 ივლისს განაცხადა. „რაც შეეხება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. უკრაინამ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება არაერთხელ მოითხოვა. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

CNN: აშშ-ის სენატში უკრაინის საკითხზე დახურული დებატები გაიმართება

ამერიკელი სენატორები ორშაბათს საღამოს (ვაშინგტონის დროით) შეხვდებიან და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დახურულ დებატებს გამართავენ. ამის შესახებ CNN-ი ორ წყაროზე მითითებით იუწყება, რომლებიც აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში მუშაობენ.  შეხვედრა სენატში უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაიმართება.   

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის $12 მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამთავრობო ოპერაციების დაფინანსებას 16 დეკემბრამდე და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკის მხარდაჭერას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Reuters: აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის $12 მილიარდის გამოყოფაზე, შეთანხმება მიღწეულია მისივე ცნობით, კანონპროექტს მხარი 72-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 25 წავიდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ამერიკელმა დემოკრატებმა სენატში 2-მანდატიანი უპირატესობა მოიპოვეს

ამერიკის ჯორჯიის შტატში, სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა, რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა. მეორე ტური 6 დეკემბერს ჩატარდა. Reuters-ის ცნობით, უორნოკის გამარჯვება ნიშნავს, რომ აშშ-ის 100-წევრიან სენატში 51 მანდატი დემოკრატიულ პარტიას აქვს, ხოლო 49 - რესპუბლიკურ პარტიას. Edison Research-ის თანახმად, უორნოკის უპირატესობა უმნიშვნელო იყო. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ ის უოლკერს მცირე სხვაობით (50,8%-ით 49,2%-მდე) უსწრებდა. „ეს შედეგი აძლიერებს აშშ-ის ჯორჯიის შტატს, რომელიც უდავოდ დიდ როლს ითამაშებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიგეს სენატის სამი რბოლა, მაშინ, როცა ეს შტატი რესპუბლიკელების ძირითადი საყდრენი იყო. 2020 წელს კი უპირატესობა ამ შტატში, დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა“, - წერს მედია.   

ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა.  უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებისთვის ჩეხეთის სენატს მადლობა გადაუხადა.  „მივესალმები ჩეხეთის სენატის გადაწყვეტილებას, რომ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ჩემი ჩეხი მეგობრების, სიმართლის დამტკიცებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის. რუსეთის, ყველა წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის დასჯა გარდაუვალია", - განაცხადა ზელენსკიმ.  ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.   

კახა კალაძე ჯინ შაჰინის მიერ სენატში გაკეთებულ განცხადებაზე: სამი კაცი იყო დარბაზში, დავთალე

რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ". „2012 წლის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გრძნობს საკუთარ თავზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რას გრძნობს საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი? - კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, რეფომები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, გვაქვს მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის ამ ურთულეს გზაზე, განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით და ყველა იმ გასაკეთებელი საქმით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა კალაძემ.  

ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა

„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება” - ეს არის ჯიმ ობრაიეინის პასუხი სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე. სენატის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი დაინტერესდა საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი ავიამიმოსვლა, ქმნის თუ არა რუსეთისთვის სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა, სენატორების შეკითხვებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე უპასუხა. სენატი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე ჯიმ ობრაიენის კანდიდატურას განიხილავს. სენატში გამართულ მოსმენაზე, სენატორმა შაჰინმა ობრაიენს ჰკითხა, თბილისში ვიზიტის შემდეგ, შეეძლო თუ არა „განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით“. სანქციების მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურების მუშაობის კუთხით, „გამამხნევებელი სიახლეა.“ „თბილისში ვიყავი კოლეგებთან ერთად, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ობრაიენმა. სენატორი შაჰინი დაინტერესდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან აღდგენილი ავიამიმოსვლა ხომ არ დაეხმარება რუსეთის მიერ სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას და ქმნის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზს. „არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება,“ - განაცხადა ობრაიენმა. რეფორმები ევროპული პერსპექტივის პროგრესისთვის „მომავალი წლის არჩევნებამდე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო იყოს ჩართული თავისი ინსტიტუტების გაძლიერებაში" - ამერიკის ხმის ცნობით, ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საქართველოს შესახებ სენატორმა შაჰინმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს დაუსვა. პასუხად, ობრაიენმა ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებზეც მუშაობა, მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, სჭირდება. „მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად, ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა,“ - განაცხადა ობრაიენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ხაზი გაუსვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მუშაობს და განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, ქვეყანაში პოლარიზაცია არ არსებობს. „მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას [ევროპული მომავლის მიმართ]. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.“  მისივე თქმით, „რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფს უნდა მიეცეს გაცნობიერების საშუალება, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად საჭირო რეფორმები, რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის. „ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა [საქართველოს მთავრობისთვის] ცხადი გავხადოთ, რომ მათ მიერ წაყენებული პირობები, ასევე აისახება [საქართველოსადმი] ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებზე და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ უნდა დავინახოთ ამ მხრივ წინსვლა. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭოს ანგარიში გახდება ცნობილი.“ სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს. ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, NATO, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.

ო'ბრაიენი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთი ცდილობს, ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით

ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის - ეს განცხადება, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.  ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. “საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ,“ - განაცხადა ობრაიენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო. „საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად. წყარო - ამერიკის ხმა  

აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სენატმაც დაუჭირა მხარი კანონპროექტს მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ, რომელმაც ქვეყანას სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება თავიდან უნდა ააცილოს. კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტი არ მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას. კანონპროექტი მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. CNN-ის ინფორმაციით, ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება. სენატმა კანონპროექტი 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო.  

აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს

ამერიკელმა სენატორებმა 28 ნოემბერს წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქების აქტივების კონფისკაციას და მისი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას ისახავს მიზნად. კანონი შესაძლებელს ხდის, რუსი ოლიგარქებს ქონება უფრო სწრაფად ჩამოერთვას და უკრაინას გადაეცეს მათი პირადი თვითმფრინავები, იახტები და სხვა მაღალი ღირებულების აქტივები. „პუტინი და მისი ოლიგარქი თანამოაზრეები ათეთრებენ თავიანთ ბინძურ ფულს სუპერ იახტების, ფასდაუდებელი ნამუშევრების და სხვა მაღალი ღირებულების აქტივების შეძენით. ჩვენ უნდა დავხუროთ ოლიგარქების სიმდიდრის ეს წყაროები და დავსაჯოთ პუტინის მხარდამჭერები,“ - განაცხადა სენატორმა უაითჰაუსმა. მისი თქმით, ამ ორპარტიული კანონპროექტის დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციას მისცემს ინსტრუმენტებს, რომლებიც მას სჭირდება ოლიგარქების უკანონოდ შეძენილი აქტივების უფრო სწრაფად ჩამორთმევისა და უკრაინის მხარდასაჭერად მათი გადაცემისთვის. „ომის დამნაშავე პუტინის ოლიგარქებმა დიდი როლი ითამაშეს უკრაინელების მასობრივი მკვლელობის დაფინანსებაში. პუტინი და მისი ახლო წრე პასუხისმგებელნი იქნებიან იმ სიკვდილისა და ნგრევისთვის, რაც მათ გამოიწვიეს,“ - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა. ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, რუსმა ოლიგარქებმა დიდი როლი ითამაშეს რუსული აგრესიის დაფინანსებაში, ხოლო პუტინის რეჟიმთან ალიანსისგან პირადად სარგებლობდნენ. კანონმდებლობა უკრაინას ოლიგარქების უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევისა და ასეთი შემოსავლების უკრაინაში გადაცემის გზით დაეხმარება.   

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში უყრის კენჭს

აშშ-ის სენატი უკრაინა-ისრაელის დახმარების პაკეტზე კენჭისყრისთვის მომავალ კვირას ხელახლა შეიკრიბება. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ სენატის საახალწლო შესვენება ამის გამო გადაიდება. განახლებადი  

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს საბოლოოდ დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატმა მიიღო დახმარების პაკეტი უკრაინისა და ისრაელისთვის, მაგრამ მისი მომავალი წარმომადგენელთა პალატაში გაურკვეველია. სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება. აშშ-ის კონგრესი ხუთშაბათს, 8 თებერბვალს იმ კანონპროექტის შემოკლებულ ვერსიას განიხილავდა, რომელიც მანამდე კენჭისყრაზე ჩავარდა. საქმე ეხება მხოლოდ სახსრების გამოყოფას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე ვითარებას კი, ის საერთოდ აღარ მოიცავს. უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. „ეს კარგი პირველი ნაბიჯია. ეს კანონპროექტი აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის უკრაინაში, ისრაელში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის ღაზის სექტორში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ტაივანისთვის,“ - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრის შემდეგ. სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

სენატის კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევას დაადასტურებდა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს. უწყების განცხადებით, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევას დაადასტურებდა. „მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების, რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, შემდეგს: კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით. ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.