ჯანმოს ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა მოსკოვში განთავსებული ოფისის დახურვის მოწოდებით 10 მაისს რეზოლუცია მიიღო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ, თურქეთმა, მოლდოვამ და ისრაელმა. წინაღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელორუსმა და ტაჯიკეთმა. თავი შეიკავა სომხეთმა და ყახაზეთმა.
„რეგიონული კომიტეტი, ჯანმოს ევროპის რეგიონულურ დირექტორს სთავაზობს, ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციით, შეისწვალოს არაგადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის ევროპული ოფისის ტექნიკური უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ განთავსების შესაძლებლობა“,- ნათქვამია დოკუმენტში.
უკრაინაში არსებულ ვითარების თაობაზე ჯანმოს კომიტეტის სპეციალური სესია 43 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, თხოვნით მოიწვიეს.
10 მაისს მიღებული დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას განიხილოს რუსეთში ყველა რეგიონული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების შეჩერების შესაძლებლობა.
რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯანმო-ს ოფისის მუშაობის შეჩერება პირდაპირ ზიანს აყენებს ყველა ქვეყანას.
მანამდე Reuters-ის წყარომ იტყობინებოდა, რომ ჯანმო გაურბის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მას ეშინია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.