იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ევროკავშირში, რუსული გაზის მსხვილმა იმპორტიორმა, გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა.
Bloomberg-ის ცნობით, გერმანულმა კომპანია Uniper SE-მ, რომელიც რუსული გაზის მსხვილი შემსყიდველია, განაცხადა, რომ რომ საწარმოს ახალი სქემით გადახდები არ განუხორციელებია, ვინაიდან გადახდის ვადა მაისის ბოლოს იწურება. მანამდე Uniper-მა განაცხადა, რომ კომპანია შეძლებს გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. ამავე დროს, მისმა წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა კომპანიამ რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპული კომპანიები შეძლებენ რუსული გაზის რუბლში შესყიდვას ისე, რომ სანქციები არ დაარღვიონ.
"არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ისეთი ნაცრისფერი ზონაა", - თქვა დრაგიმ.
DW - წერს, რომ ასეთი ინტერპრეტაცია აშკარად განსხვავდება ევროკავშირში ადრე გამოთქმული პოზიციისგან. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: ”ჩვენი ახსნა ძალიან ნათელია: თუ ეს არ არის გათვალისწინებული კონტრაქტებით, მაშინ რუბლით გადახდა სანქციების დარღვევაა”.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.