რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას 14 მაისიდან შეუჩერებს. მიზეზად რუსეთის ენერგეტიკული კომპანია „ინტერრაო“ ელექტროენერგიის საფასურის დავალიანებას ასახელებს.
ფინეთის ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორი Fingrid „ინტერრაოს “ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ დეფიციტს შვედეთიდან იმპორტით შეავსებს და ელექტროენერგიის ადგილობრივ გამომუშავებას გაზრდის. ფინეთი, ენერგოდეფიციტის შესავსებად, რუსეთისგან საჭირო ელექტროენერგიის 10%-ს ყიდულობს.
ცნობისათვის, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.