მედია: ბუფალოში, მასობრივი სროლისას სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკის შტატში, ბუფალოს სუპერმარკეტში, მასობრივი სროლისას სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  NBC News სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, დაიღუპა კაცი, რომელმაც იარაღიდან ისროლა. სროლისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გამოცემა სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით  წერს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი, ბუფალოში,Tops Friendly Market-ში ევიდა და შაშხანიდან ცეცხლი გახსნა.