თურქეთის ურთიერთობა რუსეთთან არ არის ნატოსა და ევროკავშირთან კავშირების ალტერნატივა, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ნატოს წევრმა- აშშ-მ, დააწესა სანქციები თურქეთისთვის, რუსეთის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გამო.
ევროკავშირმა ასევე მოამზადა სადამსჯელო ზომები თურქეთის წინააღმდეგ, საბერძნეთის და კვიპროსის კუთვნილ საზღვაო ტერიტორიაზე, ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.