ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, შაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა განცხადება გაავრცელა.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ 2021 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ შეუქცევადად გაჟღერებულმა მოთხოვნამ, რომ დაიბლოკოს ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე 2022 წლის თებერვალში, ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა.
„საუბარი იყო პირდაპირი და ესკალაციის გარეშე წარიმართა“, - იუწყება სახელმწიფოს მეთაური პრეს-რელიზში.
როგორც ნიინისტომ აღნიშნა, პრეზიდენტ პუტინს 2012 წელს მათი პირველი შეხვედრისას უთხრა, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო მაქსიმალურად იცავს საკუთარ უსაფრთხოებას.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგას განუცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.
შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება.
- ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს
- იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს
- ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება
- შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს
- შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს
NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში.
NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში.
- მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილ ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება
- ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები.
ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.
ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა.
ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა.
დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.