კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოს მეთაურებმა სამიტის შემდეგ, რომელიც ორშაბათს, მოსკოვში გაიმართა, მრავალმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
პუტინმა განაცხადა, რომ „ყაზახეთში სამშვიდობო ოპერაციის დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით“, დაადასტურებს CSTO-ს ქვეყნების გადაწყვეტილებას, განაგრძონ პარტნიორული თანამშრომლობა სამხედრო და თავდაცვის სფეროში, გაზარდონ კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე.
შეხვედრას ОДКБ-ს წევრების, რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერები ესწრებოდნენ.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში მოეწერა ხელი.