McDonald's აცხადებს, რომ 32- წლიანი საქმიანობის შემდეგ რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზრიდან საბოლოოდ გადის.
რესტორნების ცნობილი ქსელი ქვეყანაში 850 რესტორანს ფლობს და 62,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სწრაფი კვების გიგანტი ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება "აღარ არის მდგრადი და არც McDonald’s-ის ღირებულებებს შეესაბამება".
რუსეთიდან გასვლის გამო, McDonald’s-ის ზარალი სავარაუდოდ, $1,2-დან $1,4 მილიარდამდე იქნება. რუსული ბიზნესიდან გამოსვლის პროცესის ფარგლებში, McDonald's დაიწყებს რესტორნებიდან ყვითელი "M" ასოების და სხვა ბრენდირების ამოღებას. ამავდროულად, ქსელი შეინარჩუნებს უფლებებს სასაქონლო ნიშანზე რუსეთში და რესტორნები, რომლებიც McDonald's-ის ადგილზე გაიხსნება, ვერ გამოიყენებენ მის სახელს, ლოგოს და მენიუს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა.