პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას

რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ფინეთთან და შვედეთთან, მათი შემოსვლა NATO-ში, არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს სამიტზე განაცხადა.

ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება "გამოწვევას საპასუხო რეაქციას", - განაგრძო პრეზიდენტმა.

„რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას: დიახ, ეს არის პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად ხელოვნურადაა შექმნილი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.  რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ამ ქვეყნებთან [შვედეთთან და ფინეთთან] და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, [NATO-ს] გაფართოება ამ ქვეყნების ხარჯზე არ ქმნის მყისიერ საფრთხეს, მაგრამ ამ რეგიონის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება უპირობო იქნება, ჩვენს პასუხს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკანდინავიის სახელმწიფოების ქმედებებმა შეიძლება დაამძიმოს „უკვე რთული ვითარება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში“.


16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. 

პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია.

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის.