ესპანეთში სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბარსელონაში ორი მატარებელის შეეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვვევა სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.
გარდაცვლილი ერთ-ერთი მატარებლის მემანქანეა. ამასთან, საგანგებო სამსახურების ცნობით, სულ 85 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა ჰოსპიტალიზებულია.