შვედეთის შემდეგ, NATO-ს წევრობაზე განაცხადს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკკა ჰაავისტომაც მოაწერა ხელი.
17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ.
NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი შვედეთის და ფინეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და პრეზიდენტი საული ნიინისტო სავარაუდოდ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში განაცხადებს, ევროპულ უსაფრთხოებას და რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.