- ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.
NATO-ს გენერალური მდივანი შვედეთისა და ფინეთის მიერ განაცხადის წარდგენას მიესალმა.
კარგი დღეა, კრიტიკულ მომენტში ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა ფინეთსა და შვედეთის გაწევრიანებაზე განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი გაწევრიანება NATO-ში, ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. თქვენ მიერ დღეს წარდგენილი აპლიკაციები ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს.
მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და სწრაფად მივიდეთ დასკვნებამდე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მოკავშირეების არაერთი განცხადება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებისთვის. NATO უკვე ფხიზლადაა ბალტიის ზღვის რეგიონში. NATO და მოკავშირეთა ძალები საჭიროებისამებრ გააგრძელებენ ადაპტაციას. ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.