დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. როგორც საგარეო მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი წარადგენს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც რუსული სახელმწიფო ავიაკომპანიების აქტივებს გაყინავს. სანქციები დიდ ბრიტანეთის აეროპორტებში რუსეთის ავიაკომპანიებს მათი ადგილების გაყიდვას აუკრძალავს
სანქციები შეეხება „აეროფლოტს“, „ურალის ავიახაზებს“, ავიაკომპანია „როსიას“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ბრიტანულ აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიების დაჯდომის ადგილები 50 მილიონი ფუნტის ღირებუებისაა.
- „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა
- ევროკავშირმა „აეროფლოტი“ და კიდევ 20 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა
„აეროფლოტი“, რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც რეიტინგით მსოფლიოს 20 უმსხვილეს ავიაკომპანიას შორისაა. კომპანიის საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო ფლობს, ამიტომ „აეროფლოტს“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აგრესორი ქვეყნის მთავრობისთვის. „აეროფლოტი“ არა მხოლოდ მომსახურებას უწევს რუსეთის მთავრობას, არამედ ქმნის კრემლის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს.
- „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა
- გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა
Rossiya Airlines, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში. ეს კომპანიაც სახელმწიფო საკუთრებაშია, როგორც აეროფლოტის ნაწილი. ამრიგად, Rossiya Airlines მოქმედებს, როგორც რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერია.
„ურალის ავიახაზები“, ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია რუსეთში, ადრე „აეროფლოტის“ ნაწილი იყო. ამ კომპანიასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის მთავრობისთვის.