ევროპარლამენტმა გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის რუსული კავშირების გამო მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები უნდა გავრცელდეს „მსხვილი რუსული კომპანიების საბჭოების ევროპელ წევრებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგრძელებენ რუსული ფულის მიღებას“.
New York Times-თან ინტერვიუს დროს, შროდერმა კიევის გარეუბან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში პუტინის ბრალეულობა ვერ დაინახა. ის ამტკიცებდა, რომ ბრძანებები მიღებული იყო არა თავად პუტინისგან, არამედ ადგილზე მყოფი სამხედრო მეთაურებისგან. ამის საპასუხოდ, მედიამ შეახსენა შრიოდერს, რომ პუტინმა გადასცა ჯილდოები იქ მყოფ ჯარისკაცებს.