აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. კანონპროექტი ახლა პრეზიდენტ ბაიდენს ხელმოწერისთვის გადაეცემა. კანონპროექტს მხარი ყველა დემოკრატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 11 რესპუბლიკელი სენატორი.
- დღესვე, „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სენატის მიერ შემდგომი ეკონომიკური დახმარების მიღებას და Twitter-ზე დაწერა, რომ ეს მნიშვნელოვანია.
კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი „შეასრულებს პირობას, დადგეს უკრაინის ხალხის გვერდით“. აქვე დაამატა, რომ 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება დააკმაყოფილებს უკრაინელი ხალხის დიდ საჭიროებებს, რადგან ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის".
შუმერმა ასევე აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, კენჭისყრისას სრულიად ერთსულოვნებას ისურვებდა.