კატარი გეგმავს გაზის გაყიდვების დივერსიფიცირებას, რამაც შესაძლოა გერმანიის შესყიდვების ამბიცია შეზღუდოს. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება სურს.
„მე არ მსურს გაზის მთელი წილი გერმანიას მივყიდო. თუ გერმანია გადაწყვეტს, რომ კატარის გაზი აღარ გამოიყენოს, ჩვენ მახეში ვართ“, - განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-კაბიმ. ამასთან აღნიშნა, რომ გერმანიასთან მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.
შეგახსენებთ, რომ კატარის ემირმა ტამიმ ბინ ჰადამ ალ-ტანიმ ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ კატარი თხევად ბუნებრივ აირს გერმანიას 2024 წლიდან მიაწვდის.
მარტში, გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
ცნობილია, რომ გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და დიდწილადაა დამოკიდებული რუსელ გაზზე.