გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გერმანიას ცდილობს, რომ ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთის ენერგოწყაროებზე, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება კვლავ დაგვჭირდეს რუსული გაზი წელს, მომავალში ეს ასე აღარ იქნება. და ეს მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა, დოჰაში ვიზიტისას.
ამასთან, კატარმა განაცხადა, რომ გერმანიისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მუშაობას დათანხმდა. როგორც QatarEnergy-ის განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა კვირას დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მისი მთავრობა გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ორი ტერმინალის პროგრესის დაჩქარებას გეგმავს.
გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და დიდწილადაა დამოკიდებული რუსელ გაზზე.
ასევე წაიკითხეთ
ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს
Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს
ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს
ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ