თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ორი ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავისი შეშფოთება განიხილა.
ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს განუცხადა, რომ ანკარა მისი შეშფოთების გადასაჭრელად კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო უნდა გაუქმდეს.
ანდერსონმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფასებს თურქეთის ამ მოწოდებას და რომ შვედეთი თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას იმედოვნებს.
„მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მიესალმება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი აშკარად მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და PKK-ის ტერორისტულ სიაში შეყვანას“, - ამბობს ანდერსონი გავრცელებულ განცხადებაში.
ნიინისტომ განაცხადა, რომ ღია და პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა ერდოღანთან და დათანხმდა მჭიდრო დიალოგის გაგრძელებას.
„განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო Twitter-ზე.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.