963 ამერიკელს შორის, რომელთაც კრემლმა რუსეთში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი სენატორებიც მოხვდნენ

963 ამერიკელის სიაში, რომელთაც კრემლმა რუსეთში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი სენატორებიც მოხვდნენ. კერძოდ, ჯონ მაკკეინი, ორინ გეტჩი და ჰარი რიდი რუსეთის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებულ შავ სიაში არიან.

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს 963 მოქალაქეს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის ფედერაციაში შესვლა ასევე ეკრძალებათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება საჯარო მას შემდეგ გახადა, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფაზე კანონს მოაწერა ხელი.

14 აპრილს, რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა.