ვარშავასა და კიევს შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, დროა, უკრაინასა და პოლონეთს შორის ახალ სამეზობლო შეთანხმებას მოეწეროს ხელი. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ კვირას, უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
- ანდჯეი დუდა: უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის
დუდას თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კავშირების ქსელი საკმარისი არ არის. მისივე თქმით, ამის ანაზღაურება აუცილებელია და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უნდა გაერთიანდეს და არა დაიყოს.
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ კიევსა და ვარშავას შორის სწრაფი სარკინიგზო კავშირი პოლონეთსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობის ნიშანი იქნება.
„ჩვენ მას ერთად ავაშენებთ ", - ხაზგასმით აღნიშნა პოლონელმა ლიდერმა უკრაინელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მალე გააფორმებენ.