აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისთვის დაწესებული საიმპორტო ტარიფების გაუქმების საკითხს განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ტარიფები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, „სავაჭრო ომის“ პერიოდში დაწესდა და ამჟამად ის აღარ შეესაბამება აშშ-ის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს.
ეკონომისტების ნაწილი, მიიჩნევს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ბარიერების გაუქმება გაამარტივებს იმპორტს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონისა და პროდუქციის გაძვირების ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, როგორც ეკონომისტებმა და ანალიტიკოსებმა, ასევე ტრეიდერებმაც პოზიტიურად მიიღეს. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ჩინური იუანი თითქმის 1%-ით გამყარდა.
20 მაისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა დაავალა მრჩევლებს გამოიკვლიონ შესაძლებლობები ვაშინგტონის სავაჭრო პოლიტიკის შესაცვლელად. მათ უნდა განიხილონ საკითხი წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ურთიერთობის მიღმა.
„მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩინეთთან ურთიერთობები ეკონომიკური, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით,” - თქვა სალივანმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს შეერთებულ შტატებში ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა ფაქტობრივად გააჩაღა სავაჭრო ომი ქვეყნებს შორის. მაღალმა გადასახადებმა სავაჭრო კავშირების შეწყვეტა გამოიწვია. ჩინეთში, ამის საპასუხოდ, ასევე შემოიღეს მთელი რიგი შეზღუდვები.
ბაიდენმა, გაპრეზიდენტებისთანავე თქვა, რომ არ გეგმავს „დაუყოვნებელ მოქმედებას“ ამ სიტუაციის შესაცვლელად.
აშშ-მ ჩინეთს 2019 წელს 300 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელზე საიმპორტო ტარიფები დაუწესა.