ერევანში, დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტეს

ერევანში, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ითხოვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას, 24 მაისს საპროტესტო აქციის დროს გადაკეტეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობის შესასვლელები. ინფორმაციას Facebook-ზე ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციური ბლოკიდან "სომხეთი" იშხან საღათელიანი ავრეცელებს.

აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლასა და გასვლას უშლიან. აქტივისტები სკანდირებენ „სომხეთი ნიკოლას გარეშე“ და „სომხეთი თურქების გარეშე“. საღათელიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შეკრებილ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათ „არ აქვთ ლეგიტიმური უფლება“ იმუშაონ დეპარტამენტში, რადგან ეს „მტერი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“.

შეგახსენებთ, რომ ერევანში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციები 1-ელი მაისიდან თითქმის ყოველდღე იმართება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მოძრაობა გადაკეტეს.