ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გადაწყვიტა, შაქრის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესოს. ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, რათა შიდა ფასების მკვეთრი ზრდა თავიდან აიცილოს.
ბოლოს ინდოეთმა შაქრის ექპორტი 5 წლის წინ შეზღუდა. მთავრობა შაქრის კვოტას აწესებს და ექსპორტს 10 მილიონ ტონამდე დაუშვებს. ბრძანება ძალაში 31 ოქტომბრამდე ან „შემდეგ გაფრთხილებამდე“ დარჩება.
ექსპერტების შეფასებით, ინდოეთის მიერ შაქარზე ექსპორტის შეზღუდვა, [შაქრის მეორე უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში], ფასებს სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის. შაქრის ძირითადი მყიდველები ინდონეზია, ავღანეთი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალაიზია და აფრიკელი პარტნიორები არიან.
ინდოეთმა, მანამდე ხორბლის ექსპორტი შეზღუდა.