აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი.
მისი თქმით, კოალიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა უკრაინაში, ერთგვარი მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ, ჩინეთიდან წამოსულ გამოწვევებთან გამკლავება.
„ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებების ჩათვლით, რომ საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა განავითაროს.
საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის აშკარად მობილიზებული იყო, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა არსებობს, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“.
ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას გადაუდებელი გამოწვევების დაძლევა, შესაძლებლობების შექმნა შეუძლია - როდესაც მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც სჯერა თავისუფლების და ყველა ქვეყანა თავისუფალია, იძულების გარეშე აირჩიოს საკუთარი გზები.
ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ან ახალ ცივ ომს. პირიქით, ჩვენ გვსურს ამის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი გრძელდება, ჩვენ, საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი და ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შექმნილი გამოწვევა“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.